logo
ENG



სი ძინპინის "ნააზრევი" ჩინეთის ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაემატება

25 აგვ 202115:52
3 წუთის საკითხავი
 
სი ძინპინის "ნააზრევი" ჩინეთის ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაემატება

ჩინეთის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ სი ძინპინის "ნააზრევი" ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაემატება. განათლების სამინისტროს განცხადებით,  "ნააზრევის" შესწავლა ყველა კლასში დაიწყება და ის დაეხმარება მოზარდებს, რომ "მარქსისტული იდეოლოგია განიმტკიცონ".

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან სი ძინპინი ცდილობს, რომ კომუნისტური პარტიის როლი ცხოვრების ყველა სფეროში გააძლიეროს, მათ შორის ბიზნესში, სკოლებსა და კულტურულ დაწესებულებებში.

"სი ძინპინის ნააზრევი" ოფიციალურად შეიტანეს ქვეყნის კონსტიტუციაში 2018 წელს . "ნააზრევი" მოიცავს 14 ძირითად პრინციპს, რომელიც კომუნისტურ იდეოლოგიას უსვამს ხაზს.

ჩინეთის წინა ლიდერებსაც წარმოუდგენიათ თავიანთი იდეოლოგია, რომელიც შეტანილი იყო პარტიის კონსტიტუციაში ან შეხედულებებში. თუმცა მაო ძედუნის შემდეგ სი ძინპინი პირველია, რომლის იდეოლოგიაც აღწერეს, როგორც "ნააზრევი".


close დახურვა